საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2021 წლის I კვარტალში  28,3%-ით შემცირდა და 125.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

მათივე ინფორმაციით, შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რეინვესტიციის მოცულობის შემცირება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში.

2021 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორების 5-ეული შემდეგია:

  • გაერთიანებული სამეფო - 88.4 მილიონი დოლარი;
  • რუსეთი - 31.9 მილიონი აშშ დოლარით;
  • თურქეთი - 24.5 აშშ დოლარი;
  • ჩეხეთი - 14.1 აშშ დოლარი;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 12.8 აშშ დოლარი.

2021 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 93.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 35.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 27.9 მლნ. აშშ დოლარით.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი