ოპოზიციური ერთობა დაარღვიეთ, ჭორიკანა კაცივით ყველა ეთერში დაჯექით - ასე პასუხობს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ანი წითლიძე "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს პარლამენტში.
"თქვენ პირველი ადამიანი იყავით ბატონო ალეკო, ვინც ოპოზიციური ერთობა დაარღვიეთ, ბოიკოტი დაარღვიეთ, შემდეგ ჭორიკანა კაცივით ყველა ეთერში დაჯექით და საბოლოოდ უკადრებელი იკადრეთ ადამიანზე, რომელიც ციხეში იჯდა. ამიტომ, როდესაც საუბრობთ ბიძინა ივანიშვილმა მოგვისყიდა თუ არა, საზოგადოება და ქართველი ხალხი კარგად ნახულობს ვინ ვინ მოისყიდა", - თქვა მან.
ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს "ნაციონალურ მოძრაობას" რამდენიმე კითხვით მიმართა.