28 წლის გოჩა აზირაშვილმა წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა. სასამართლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. მოსამართლემ სხდომა გადადო. მამაკაცს პოლიციელების დაუმორჩილებლობას ედავებიან. სამხარეო სამმართველოდან გამოსულმა აზირაშვილმა ტერიტორია ისე დატოვა, რომ მედიის შეკითხვებისთვის არ უპასუხია. ამბობს, რომ გადაღება არ სურს.
ცნობისთვის, წარსულში ნასამართლევ მამაკაცს ხელისუფლება არჩევნებზე მხარდამჭერების მოსაბილიზებლად და აქციებზე მათ წასაყვანად იყენებდა. გუშინ კი მას პოლიციელები დაუპირისპირდნენ და როგორც ოჯახი ამბობს, მიტოვებულ შენობაში სასტიკად სცემეს.
აზირაშვილები ძალადობაში ადიგენის პოლიციის უფროსს და სხვა სამართალდამცველებსაც ადანაშაულებენ, მათ საჩივრით პროკურატურას უკვე მიმართეს.
აზირაშვილის ოჯახი კი პოლიციას ძალადობასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს. მათი თქმით, 28 წლის გოჩა აზირაშვილი პოლიციის სამმა ეკიპაჟმა წაიყვანა. სამართალდამცველებმა მას უთხრეს, რომ ნარკოლოგიურ განყოფილებაში მიჰყავდათ, თუმცა გზად მარშრუტი შეცვალეს, ბიჭი მიტოვებულ შენობაში მიიყვანეს, სადაც 12-მდე პოლიციელმა სცემა. მათი თქმით, მომხდარში მონაწილეობას ადიგენის პოლიციის უფროსიც იღებდა, რომელიც ბიჭს ეუბნებოდა, რომ ციხეში გაუშვებდა.
სამართალდამცველებმა გოჩა აზირაშვილი გუშინ, 9 ივნისს დააკავეს.