"დოჩანაშვილის არ იყოს..." - ზარქუას პარალელები

გამოქვეყნდა:

"როცა ასეთი ტერმინებით ვსაუბრობთ, დოჩანაშვილის არ იყოს, ყოველ საღამოს ერთი ის დიდებული წამი არის, როცა ჩავიხედებით და ყველამ ვიცით, ვინ ვინ ვართ" - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა პარლამენტში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას გამოსვლას.

"ისეთი ტონალობით დაიწყო ბატონმა მელიამ თავისი გამოსვლა, რომ ვიფიქრე, უგრძვნია კაცს დემოკრატია. ხმაც ჩაეხლიჩა და წყალი მივაწოდე. ამაზე ნახეთ ის აგრესია, კომპლექსი აქვს თვითონ, იმიტომ რომ ზუსტად იცის იმ პრინციპებით, იმ გულზე ბრახუნით, აქ არ უნდა ყოფილიყო ახლა. ტყვე ვნახეთ ვინც არის, უკრაინის მოქალაქის ტყვე, რომელმაც რომ უბრძანა, შემოვიდა. მანამდე მწვანე არ ჰქონდა, მანამდე იყო იქ.

ასე, რომ როცა ასეთი ტერმინებით ვსაუბრობთ, დოჩანაშვილის არ იყოს, ყოველ საღამოს ერთი ის დიდებული წამი არის, როცა ჩავიხედებით და ყველამ ვიცით, ვინ ვინ ვართ",-თქვა ირაკლი ზარქუამ.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი