ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე პოლიტიკური მართლმსაჯულების კლასიკური მაგალითია - კოჟორიძე

გამოქვეყნდა:

ფულის გათეთრების საქმე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ სკანდალურ დასკვნას, სადაც პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზეა საუბარი, „ლელოში“ ეხმაურებიან.  

„ლელოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, კახა კოჟორიძე, აცხადებს, რომ საერთაშორისო ექსპერტის შეფასებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კონკრეტულ პირებს მიზანმიმართულად დევნის.

ამ დღეების განმავლობაში, გვესმის „ქართული ოცნების“ ლიდერების დაფიცება, რომ საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური მართლმსაჯულება. ჩვენ ფიცი გვწამს, თუმცა, გვაკვირვებს ექსპერტების დასკვნები, რომლებიც ყველანი ერთხმად და არაორაზროვნად იმეორებენ ერთსა და იმავეს, რომ საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოყენება ხდება კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ და ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე არის ამისი კლასიკური მაგალითი, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ფულის გათეთრების საქმეზე დოკუმენტი საერთაშორისო ექსპერტის  მასალებზე დაყრდნობით მოამზადა, სადაც ნათქვამია, რომ არ არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ ან ავთანდილ წერეთელმა, ინდივიდუალურად  ან ჯგუფურად, ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი