სუს-მა ФСБ-ს ​ქილერი გაშიფრა, მაგრამ არ დააკავა - სკანდალური ჩანაწერების მეორე ნაწილი

გამოქვეყნდა:

ქართული უსაფრთხოების სრული კრახი და უმოქმედობა. რუსეთის ეფ-ეს-ბეს მკვლელი აგენტი, რომელსაც თბილისში მისია ჩაუვარდა, სუს-მა გაშიფრა, მაგრამ არ დააკავა.

ამ ფაქტს თავად ქილერის და რუსეთში, მისი მეთაური ოფიცრის საუბრის ჩანაწერი ადასტურებს.

ირკვევა, რომ ქართულმა უშიშროებამ მილანა აბდულასამოვა გამოააშკარავა, გამოკითხა და იმ მოტივით, რომ არ უნდოდათ ეფ-ეს-ბეს ​-თან დაპირისპირება - ქვეყნიდან გაუშვა.

ქილერი ქალის ჩანაწერი, მისი მსხვერპლის - გიორგი გაბუნიას საქმის მთავარი მოწმის მონათხრობი და სოციალურ ქსელში დაფიქსირებული მიმოწერა ადასტურებს, რომ სწორედ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების შიშით სუს-ის ხელმძღვანელობამ ფაქტობრივად პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

უფრო მეტიც - ხელმძღვანელობის ბრძანების შემდეგ, გამომძიებლებმა არც კი სცადეს დაგეგმილი მკვლელობის სცენარის გაშიფრვა, ნოვიჩოკის საცავის და სავარაუდო თანამზრახველების დადგენა. 

ფე-ეს-ბე-ს ქილერი ქალი ამ დროისთვის საქართველოში უკვე აღარ იმყოფება. მილანა აბდულასამოვას ევაკუაცია რუსეთის სპეცსამსახურებმა ისევე მარტივად დაგეგმეს, როგორც მისი ქვეყანაში შემოიყვანა. 

ამავე თემაზე:

ექსკლუზივი: ФСБ გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის საქმის მთავარ მოწმეზე ნადირობს 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი