
საგარეჯოში, 42 წლამდე მამაკაცმა ორი ახალგაზრდა ბიჭი ხელნაკეთი იარაღით სცემა. ჩხუბი უბნელებს შორის მანქანის დაზიანების გამო მოხდა. თვითმხილველების თქმით, ბიჭებმა მორის მათაშივლის ავტომობილი შემთხვევით დააზიანეს.
კონფლიქტის შედეგად კი თავის ტვინის სისხლჩაქცევისა და ქალა ფუძის მოტეხილობით 22 წლის თორნიკე კევლიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ნაცემი ბიჭის დედამ პოლიციას მეორე დღესვე მიმართა. ეკა კუჭუაშვილი გვიყვება, რომ შემთხვევის შემდეგ ერთ კვირაზე მეტია გასული, მაგრამ მის შვილზე თავდამსხმელი ამ დრომდე უწყებას არ დაუკავებია, იმის მიუხედავად, რომ კონფლიქტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია. დედა ეჭვობს, რომ დამნაშავეს პოლიციელები მფარველობენ.
მორის მათიაშვილი ჟურნალისტებს ემალება. ოჯახის წევრი კი ადასტურებს, რომ პოლიციამ უკვე ყველა გამოკითხა.
შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემასა და სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.
ავტორი: ბარბარე მაზმიშვილი