ევროპარლამენტმა მინსკში, Ryanair-ის თვითმფრინავის ინციდენტს "სახელმწიფო ტერორიზმის აქტი" უწოდა

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტმა რეზოლუცია დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც პარლამენტარები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითხოვენ. 

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, დაისაჯოს ისინი, ვინც მონაწილეობა მიიღო 23 მაისს თვითმფრინავის მინსკში იძულებით დასმაში და ჟურნალისტ რამან პრატასევიჩის დაკავებაში.

„ევროპარლამენტარები მკაცრად გმობენ "Ryanair გატაცებას", როგორც "სახელმწიფო ტერორიზმის" აქტს და მოუწოდებენ რამან პრატასევიჩსა და სოფია საფეგას, ისევე როგორც ბელარუსის ყველა სხვა პოლიტპატიმარს, სასწრაფოდ და უპირობოდ გაათავისუფლონ.

ჩამოშორდეს ბელარუსი საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს: ევროპული და მსოფლიო ჩემპიონატებსა და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს“, - აღნიშნავენ ევროპარლამენტარები.

 23 მაისს ლუკაშენკოს დავალებით, ოპოზიციონერი ჟურნალისტის დასაკავებლად, მინსკში თვითმფრინავი დასვეს. ჟურნალისტისა და მისი მეგობარი გოგოს დაკავებას მწვავე რეაგირება მოჰყვა დასავლეთში. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი