ევროკავშირი ბელარუსს 3-მილიარდიან საინვესტიციო პაკეტს შეუჩერებს, მანამ სანამ ქვეყანა დემოკრატიული არ გახდება. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრამდე გააკეთა.
"ჩვენ განვახორციელებთ ზეწოლას რეჟიმზე, მანამ სანამ ის საბოლოოდ პატივს არ სცემს მედიის თავისუფლებას, პრესის თავისუფლებასა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას",-თქვა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ზომების სამიზნე შეიძლება გახდნენ ის პირები, რომლებმაც Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებაში მონაწილეობა მიიღეს. ასევე ბიზნესისა და ეკონომიკის ის წარმომადგენლები, რომლებიც ქვეყნის ლიდერებსა და ბელარუსის საავიაციო სექტორს აფინანსებენ.
გარდა ამისა, ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ ბელარუსის ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე დაიხუროს. ევროკავშირმა მისი წევრი ქვეყნების ავიაკომპანიებს მოუწოდა, ბელარუსის საჰაერო სივრცე არ გამოიყენოს, ბელარუსულ ავიაკომპანიებს კი ევროპის საჰაერო სივრცის გამოყენებას უკრძალავენ.
23 მაისს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტის დასაკავებლად ბრძანება გასცა, რომ მინსკში თვითმფრინავი დაესვათ.
ამევე თემაზე: