უკრაინა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლას წყვეტს

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლას წყვეტს, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა დღეს განაცხადა.

მისი თქმით, ფრენები 26 მაისს 00:00 საათიდან შეწყდება.

"Ryanair-ის თვითმფრინავის მინსკში იძულებითმა დაშვებამ დაარღვია კონვენცია საერთაშორისო სამოქალაქო კონვენციის შესახებ. ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება, მიზნად ისახავს ფრენებისა და მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველყოფას", - თქვა შმიგალმა.

გარდა ამისა, ბელარუსთან ფრენებს წყვეტენ ავიაკომპანიები: Air France, Finnair და "სინგაპურის ავიახაზები".

23 მაისს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტის დასაკავებლად ბრძანება გასცა, რომ მინსკში თვითმფრინავი დაესვათ.

ამევე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი