არასრულწლოვანს გაუპატიურების საქმე კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში. 16 წლის მოზარდი, რომელსაც 8 წლის ბიჭთან სექსუალური სახის ურთიერთობა ბრალდება, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დააკავეს. ის ინკლუზიურ განათლებაშია ჩართული.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ბრალდების შუამდგომლობა, პატიმრობის შესახებ არ დააკმაყოფილა, თუმცა სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილება შეიცვალა და მოზარდი დააპატიმრეს.
ბრალდებულის ოჯახი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ექსპერტიზის პასუხის ელოდება 8 წლის ბიჭის ოჯახიც.
გამოძიების მტკიცებით, შემთხვევა, კახეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სოფელში, მაისის ბოლოს, დაზარალებულის სახლში მოხდა.
ბრალდებულს სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი იცავს.არასრულწლოვნების საქმეში, სოციალური მუშაკები არიან ჩართულები.
არასრულწლოვნებს შორის მომხდარ სავარაუდო ფაქტზე ინფორმაციას ფლობენ მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში, თუმცა კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 137- ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, კანონმდებლობა, ექვსთვიან ვადას ითვალისწინებს.
ავტორი: ია გულიაშვილი