ყურადღების მიქცევის იაფფასიანი მცდელობა - ზარქუა აქტივისტების პერფორმანსზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატისთვის, ირაკლი ზარქუასთვის სამოქალაქო აქტივისტების მიერ, სხდომათა დარბაზში დეპუტატებისთვის ფურცლების გადაყრა ყურადღების მიქცევის იაფფასიანი მცდელობაა

"არ ვიცი რა გადმოიყარა და როგორ, ეს უბრალოდ იაფფასიანი რაღაც მცდელობა იყო რომ ყურადღება მიექციათ ასე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ნინოწმინდის ის თემა არის პრობლემური, თქვენ იცით, რომ ჩვენი კოლეგებიც იყვნენ ჩართული ბატონი დავითულიანი და ბატონი პაპუაშვილი შალვა, იყო სხვა ორგანიზაციებიდან ჩართული, რამდენადაც ვიცი პროცესი მიდის", - თქვა ირაკლი ზარქუამ. 

"რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?" - აქტივისტებმა ამ წარწერით ფურცლები დღეს პარლამენტის გარდა, "გალერია თბილისის" შენობიდან გადმოყარეს. ამ ფორმით ისინი პროტესტის გამოხატვის გარდა, საზოგადოებას 13 ივნისს, პარლამენტთან დაგეგმილ აქციასაც ახსენებენ. 

ამავე თემაზე: 

ავტორი: ნინო ღვედაშვილი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი