თბილისის საქალაქო სასამართლოში "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის დაკავებულების სასამართლო მიმდინარეობს. მოსამართლე აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.
პროცესი ნახევრად დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. სასამართლოზე მხოლოდ 2 ბრალდებული იმყოფება.
ბრალდების მხარე ყველა დაკავებულისთვის პატიმრობას ითხოვს, დაცვის მხარე კი უპირობოდ გათავისუფლების, გირაოს, სამაჯურისა და შიდაპატიმრობის შუამდგომლობებს აყენებს.
ქურდული სამყაროს წევრობისთვის შსს-მ 13 პირი გუშინ, სპეცოპერაციის შედეგად დააკავა.