თბილისში, რამდენიმე ადგილზე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მიმდინარე პროცესებზე ხელისუფლების დუმილი პერფორმანსით გააპროტესტეს, თუმცა სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიწვდენა ვერ შეძლეს, რადგან პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააჯარიმა.
მმართველი გუნდი და გამოძიება დუმს. პარალელურად კი ყოველდღიურად ჩნდებიან ახალი ადამიანები, რომლებიც პანსიონში არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ და კონკრეტულ პირებს ასახელებენ.
სახალხო დამცველიც და უფლებამდაცველებიც ამბობენ, რომ ვისაც სამართალდამცველებისთვის ჩვენების მიცემა სურს, თუმცა მათ გაჩუმებას აიძულებენ, აშანტაჟებენ და ემუქრებიან საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი საერთო საცხოვრებლიდან გაგდებით.
სასულიერო პირები სინოდიდან კი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უპირისპირდებიან და მრევლს უფლებადამცველების წინააღმდეგ გაერთიანებას სთხოვენ.
ნინოწმინდაში მიმდინარე მოვლენებს დღეს გაეროს განვითარების პროგრამების ხელმძღვანელიც გამოეხმაურა. ანა ჩერნიშოვა პანსიონში სახალხო დამცველის შესვლის აუცილებლობაზე საუბრობს.