ფინანსთა მინისტრის თავის მართლება | ლაშა ხუციშვილს დეპუტატების კითხვებზე პასუხი არ აქვს

გამოქვეყნდა:

ფინანსთა მინისტრს კითხვებზე პასუხი არ აქვს - ლაშა ხუციშვილს პირველი "მინისტრის საათი" სრული გაურკვევლობით დასრულდა. რამდენიმე საათის განმავლობაში მინისტრი ცდილობდა ოპოზიციის მწვავე კითხვებისთვის ეპასუხა, მაგრამ საბოლოო ჯამში არაფერი თქვა. კითხვები კი ძალიან ბევრი და უკიდურესად კრიტიკული იყო - მათ შორის იმ 7 მილიარდის ხარჯვაზე, რომელიც პანდემიასთან ბრძოლისთვის მთვრობამ გამოყო.

განსაკუთრებით კრიტიკული იყო ოპოზიცია კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით, მაგრამ უშედეგოდ. ფინანსთა მინისტრმა ფაქტობრივად არაფერი იცის ყველასთვის ცნობილი გაყალბებული დე-ღე-გეს საქმის გამოძიებაზე, არადა სწორედ ამ სქემით და სწორედ ფინანსთა სამინისტროს მოპარეს თაღლითებმა ასობით მილიონი. ასევე, ლაშა ხუციშვილი ვერაფერს ამბობს გავრცელებულ პრაქტიკაზე, როდესაც სახელმწიფო ტენდერებში მხოლოდ "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენები იმარჯვებენ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი