"სალოცავის გვერდზე ვიყავით, ვაძოვებდით და იქ მოვიდნენ ჩვენიაო, გამოგვეკიდნენ" - გატაცებები საოკუპაციო ხაზთან

გამოქვეყნდა:

60 წლის გერონტი პაპიტაშვილი, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა 10 ივნისს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს, მომხდარის დეტალებს იხსენებს:

"სალოცავის გვერდზე ვიყავით, ვაძოვებდით და იქ მოვიდნენ ჩვენიაო. გამოგვეკიდნენ, პატარა ბიჭი იყო მეზობელი, ის გაიქცა და მე დამიჭირეს. სამნი იყვნენ, მერე კიდევ სამნი მოვიდნენ" - ამბობს პაპიტაშვილი "მთავართან" საუბარში

ზოგადად კი საოკუპაციო ხაზთან ვითარება ყოველდღიურად მძიმდება. ანტისაოკუპაციო მოძრაობაში ამბობენ, რომ ოკუპანტები ხშირად არღვევენ ე.წ. საზღვარს, გადმოდიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და მათ ამისთვის პასუხსაც არავინ სთხოვს. 

მოსახლეობა შეშინებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი