"მადლობა, ნახვამდის" - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "მთავარი არხის" შეკითხვას, რატომ არ დგას საქართველოს საკითხი ბაიდენი-პუტინის შეხვედრის დღის წესრიგში და რა ნაბიჯები გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ, რომ საქართველო ამ შეხვედრის თემა ყოფილიყო.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს 16 ივნისს შეხვდებიან. შეხვედრაზე მხარეები უკრაინისა და ბელორუსის საკითხებს განიხილავენ.