გაურკვეველია, რატომ არ იხსნება ბიზნესები - ხორგუაშვილი

გამოქვეყნდა:

კომენდანტის საათი, შეზღუდვები ავტომობილით გადაადგილებისას და დახურული მაღაზიები - ხელისუფლების მიერ რეგულაციების შენარჩუნებას ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი აკრიტიკებს. 

მისთვის გაუგებარია, რატომ არ იხსნება გარკვეული მაღაზიები, თუმცა ფიქრობს იმასაც, რომ ბიზნესების სრულად გახსნის შემთხვევაშიც, ეკონომიკა მაშინვე არ ამუშავდება, ვინაიდან კორონავირუსის პირობებში ბიზნესი სერიოზულად დაზარალდა.

ამ ეტაპზე, ერთი მხრივ ეკონომიკის უდიდესი ნაწილი გაუხსნელი რჩება. რიგი ბიზნესებია, რომლებიც გაურკვეველია რატომ არ იხსნება. მანქანით გადაადგილება რატომ რჩება, კომენდანტის საათი, რომელიც ონლაინ ბიზნესსაც აზიანებს, რადგან გამოძახებების საკმაო ნაწილი დღის მეორე ნახევარში ხდება, - ამბობს ხორგუაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან სილამაზის სალონები იხსნება. შეზღუდვები აღარ შეეხება არც სამი ადამიანის შეკრებას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი