ერთობის ხათრით, მზად ვართ ნიკა მელიას გარდა, განვიხილოთ სხვა კანდიდატებიც - ბეჟაშვილი მერობაზე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით კოორდინაცია აუცილებელია. პარტიის ერთ-ერთი წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, საერთო ოპოზიციურ კანდიდატად ისეთი პირი უნდა აირჩიონ, რომელიც ყველა პარტიას გააერთიანებს.

იმავდროულად, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი კონსულტაციისათვის განვიხილოთ ასევე სხვა კანდიდატებიც, არაპოლიტიკური ფიგურები, მეურნეები, პროფესიონალები და ა.შ...ერთობის ხათრით, ერთობის აუცილებლობიდან გამომდინარე, მზად ვართ ნიკა მელიას გარდა, განვიხილოთ სხვა კანდიდატებიც - ამბობს ბეჟაშვილი.

შეთანხმდება თუ არა ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე ჯერ უცნობია. პარტიებში ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი