ენმ ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს დღეიდან იწყებს

გამოქვეყნდა:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დელეგაცია ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს დღეიდან იწყებს. ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა და ნონა მამულაშვილი აშშ-ში 12 ივნისს გაემგზავრნენ.

დღეს გაიმართება შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, ატლანტიკურ საბჭოსთან და ჯეიმსთაუნის ფონდთან.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები კონგრესისა და სენატის წარმომადგენლებთან. კონსულტაციები გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან, რომლებიც საქართველოს საკითხებზე მუშაობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი