საქართველოს საგარეო ვალი 31.5 მილიარდზე მეტია, სესხის აუთვისებლობის გამო სახელმწიფომ 17.5 მლნ გადაიხადა - ფლანგვის დეტექტორი

გამოქვეყნდა:

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო ვალი 31.57 მილიარდი ლარია, რაც ნიშნავს, რომ ვალი კანონით დადგენილ კრიტიკულ ზღვარს - ეკონომიკის მოცულობის [მშპ] 60%-ს გადასცდა. მათივე თქმით, სახელმწიდო სესახად აღებულ თანხების დახარჯვას ვერ ახერხებს და აუთვისებელი ვალდებულებების გადახდა უწევს.

სახელმწიფო წლიდან წლამდე სესხად აღებული თანხების დახარჯვას და ბიუჯეტის ათვისებას ვერ ახერხებს და ამასთან, პროცენტთან ერთად აუთვისებელ ნაწილზე ვალდებულების გადასახადის გადახდა უწევს. საკრედიტო რესურსით დაფინანსებული პროექტების აუთვისებლობის გამო, სახელმწიფოს 2018 წელს 3.1 მილიონის, 2019 წელს 4.8 მილიონის, ხოლო 2020 წელს 9.6 მილიონი ლარის გადახდა მოუწია. გამოდის, უბრალოდ იმის გამო, რომ სახელმწიფო აღებული ვალის დახარჯვას ვერ ახერხებს, ბიუჯეტიდან წელიწადში საშუალოდ იმაზე მეტი ფული იკარგება, ვიდრე მაგალითად, მოსახლეობის სოციალურ დაცვაში იხარჯება, - წერს "ფლანგვის დეტექტორი".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი