ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო არ ყოფილა ნატოს სამიტზე - ზალკალიანი

გამოქვეყნდა:

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო არ ყოფილა ნატოს სამიტზე - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი და ოპონენტებს სიცრუეში ადანაშაულებს. 

"ძალინ კარგად უნდა ახსოვდეთ იმ ადამიანებს, ვინც ასეთ სიცრუეს ავრცელებს, რადგან სწორედ ისინი იყვნენ მაშინ ხელისუფლებაში და არ მინდოდა ამის თქმა, რომ ჩასაფრებულის პოზიციიდან მესაუბრა ოპონენტებთან საქართველოსთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე, მაგრამ ფაქტია, რომ არც 2009 წელს მაშინ, როდესაც ზუსტად ანალოგიური სიტუაცია იყო და აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია და ახალი პრეზიდენტი იყო ჩასული სამიტზე და მხოლოდ ვიწრო შემადგენლობით შეიკრიბა სამიტი არ იყო მიწვეული საქართველო. ისევე როგორც 2005 წელს, როდესაც საქართველო არ ესწრებოდა სამიტს. ეს არის ფაქტები" - ამბობს ზალკალიანი.

ზალკალიანმა სამიტზე მიღებული კომუნიკეც შეაფასა და თქვა, რომ დოკუმენტში გაჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პასაჟი, "სადაც მოკავშირეები ხაზს უსვამენ საქართველოს სუვერენულ უფლებას აირჩიოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და დაუშვებლად მიიჩნევენ ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას ამ პროცესში." 

საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ ვერცერთ მესამე ძალას ვერ ექნება ვეტოს უფლება საქართველოს გაწევრიანების საკითხზე.

ბრიუსელში ნატო-ს სამიტი დღეს გაიხსნა. ბრიუსელში ნატო-ს სამიტი დღეს გაიხსნა. სამიტს საქართველოდან დელეგაცია არ ესწრება. საქართველოს საკითხი მოხვდა სამიტის დღის წესრიგის მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი