ნიკა მელიამ აშშ-ში შეხვედრები დაიწყო - "მთავარი" ვაშინგტონიდან

გამოქვეყნდა:

პირველი ვიზიტი შეერთებულ შტატებში. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ნიკა მელია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის დედაქალაქში იმ პოლიტიკურ ლიდერებთან აწარმოებს კონსულტაციებს, ვინც დასავლეთის საგარეო პოლიტიკაზე უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს და მიიჩნევს, რომ საქართველო დასავლური სამყაროს ნაწილი უნდა იყოს. 

შეხვედრები უმაღლეს დონეზე - სახელმწიფო დეპარტამენტში, უშიშროების საბჭოში, სენატორებსა და კონგრესმენებთან, სხვადასხვა საერთაშორისო კვლვით ორგანიზაციებში - ქართული ოპოზიციის ლიდერი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად ვაშინგტონში ისაუბრებს საქართველოსა და ქართული დემოკრატიის მომავალზე. ნიკა მელია შეხვდება ყველას ვისი ზეწოლის შედეგადაც შესაძლებელი გახდა მისი პოლიტიკური პატიმრობის დასრულება.

დარწმუნებული ვარ, რომ უკვალოდ ეს შეხვედრები, ჩვენი ვიზიტი აშშ-ში, არ ჩაივლის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩემი მხრიდან მოხდეს საუბარი დემოკრატიულ-ოპოზიციურ ძალებზე, თუ რა ხედვა გვაქვს ჩვენ კარსმომდგარ არჩევნებთან დაკავშირებით, თუ როგორ ვაპირებთ ოპოზიცია ერთმანეთთან თანამშრომლობას. ახლა ჩემი ამოცანა არის მეგობრებთან ერთად, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ახალი ხედვები, ახალი გეგმები გავაცნოთ მათ, - ამბობს ნიკა მელია. 

იხილეთ ასევე:

ავტორი: ანა ასათიანი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი