სახელმწიფო და დაპყრობილია და მას მხოლოდ ერთი პარტია აკონტროლებს - ასე აფასებს ვითარებას ქვეყანაში "ჯეიმსთაუნის ფონდის" პრეზიდენტი, გლენ ჰოუარდსი. ჰოუარდსთან შეხვედრით დაიწყო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ.
"ნიკა მელიასთან შეხვედრამ ჩემზე ძალიან დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა. მან ციხეში ყოფნის დრო საქართველოს მომავალზე ფიქრში გამოიყენა. ახლა საქართველოში რთული მდგომარეობაა, სახელმწიფო დაპყრობილია და მას მხოლოდ ერთი პარტია აკონტროლებს. საქართველოს მომავალი მრავალპარტიული უნდა იყოს და ეს პარტიები უნდა გაძლიერდნენ, რათა გარე მტერს გაუწიონ წინააღმდეგობა. ნიკა საქართველოს მომავალს წარმოადგენს. ვფიქრობ, ის და მისი მსგავსი პოლიტიკოსები არიან ძლიერი დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ორიენტაციის გარანტორები",- თქვა გლენ ჰოუარდსმა.
"ჯეიმსთაუნის ფონდი'' 1984 წელს საბჭოთა დისიდენტების მხარდასაჭერად შეიქმნა. ის ამერიკელ პოლიტიკოსებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან მოვლენებსა და ტენდენციებზე აწვდის ინფორმაციას.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია აშშ-ში 12 ივნისს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პერსონალური შეხვედრები კონგრესისა და სენატის წარმომადგენლებთან. კონსულტაციები გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან, რომლებიც საქართველოს საკითხებზე მუშაობენ.