
მომღერალი "უცნობი" იგივე გია გაჩეჩილაძე რიყეზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტზე გაკეთებული წარწერის გამო დააჯარიმეს. თბილისის მერიაში ამბობენ, რომ "უცნობი" 2 ივნისს 1 000 ლარით დაჯარიმდა.
მომღერალს ჯარიმის გადასახდელად ერთი თვე აქვს და ის ჯერ არ გადაუხდია.
შეგახსენებთ, რომ "უცნობმა" 9 აპრილს რიყეზე ბერლინის კედლის ფრაგმენტზე, წარწერა "ღმერთი სიყვარული არს" დატოვა.
ამავე თემაზე: