დანიის ნაკრების ფეხბურთელი, კრისტიენ ერიკსენი საავადმყოფოდან მიმართვას ავრცელებს, სადაც ის გულშემატკივრებს მადლობას უხდის.
ერიკსენი წერს, რომ ის სამკურნალოდ კლინიკაში რჩება, თუმცა თავს კარგად გრძნობს. მომდევნო მატჩებში კი დანიის გუნდს გულშემატკივრობს.
"მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა თქვენი თბილი და გასაოცარი მოკითხვისა და მესიჯებისთვის, რომელიც მთელი მსოფლიოდან მივიღე. ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ბევრს ნიშნავს.
მიუხედავად ყველაფრის, კარგად ვარ. კვლავ უნდა გავიარო კლინიკაში მკურნალობა, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ.
ახლა მომდევნო მატჩებში, დანიის ნაკრებში ბიჭებს ვგულშემატკივრობ. ითამაშეთ ყველა დანიელისთვის.
საუკეთესო სურვილებით, კრისტიანი.",- წერს ფეხბურთელი.
12 ივნისს ფეხბურთელი თამაშის დროს დაეცა და სავარაუდოდ, გული შეტევა დაემართა. მას პირველადი დახმარება მოედანზევე გაუწიეს.