ვასაძე ნამახვანზე ღარიბაშვილს განცხადებას უწონებს

გამოქვეყნდა:

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის ლიდერი, ლევან ვასაძე, რომელმაც 6 მაისს პარტია "ერი" დააარსა, ამბობს, რომ ის ნამახვანჰესთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის ბოლო განცხადებას იწონებს.

ვასაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ნამახვანჰესი არსებული პირობებით არ აშენდება, წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა მისი აზრით, ახლა უნდა ითქვას, თუ რა სახით აშენდება ჰესი.

"მინდა გამოვეხმაურო პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ამასწინანდელ განცხადებას, რომ მისი აზრით, არსებული სახით ჰესი ამ კონტრაქტის პირობებში აღარ აშენდება და მინდა, ეს განცხადება მოვიწონო. მიმაჩნია, რომ პირველი დადებითი ნაბიჯია ამ მიმართულებით.

რახან მთავრობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჰესი ამ სახით არ აშენდება, აწი უნდა ვთქვათ, რა სახით აშენდება, ამისთვის საჭიროა რეფერენდუმი",- თქვა ვასაძემ.

ნამახვანჰესის აშენებასტთან დაკავშირებით, ვასაძე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს. შესაბამისი მოთხოვნით მისმა მოძრაობა ცესკოს უკვე მიმართა და ახლა პასუხს მათგან ელის.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი