მოვუწოდებ "ოცნებას", გააუქმონ პრაიდი... აგერ ნახეთ, რა პასუხს გაგცემთ ხალხი - ვასაძე

გამოქვეყნდა:

ძალადობრივი და რადიკალური ჯგუფის ლიდერი ლევან ვასაძე, რომელმაც 6 მაისს პარტია "ერი" დააარსა, ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ 5 ივლისს "თბილისი პრაიდს" პრაიდის ჩატარების უფლება არ მისცეს.

პრაიდის ჩატარების შემთხვევაში ვასაძე აქციით იმუქრება.

"მე მოვუწოდებ "ქართული ოცნების" ლიდერებს, მოეშვან ამ თამაშებს და გააკეთონ მკაფიო არჩევანი ან დადგნენ საზოგადოებრივი ნორმის მორალისა და ტრადიციების გვერდზე და გააუქმონ დაანონსებული ე.წ პრაიდი...

ფართო სახალხო პროტესტი, რომელიც ამის ჩატარებას საქართველოში არასოდეს დაუშვებს, ჩვენ უბრალოდ განზე გავდგებით ამ პროტესტს შევუერთდებით და აგერ ნახეთ, რა პასუხს გაგცემთ ხალხი",-თქვა ვასაძემ.

თბილისი პრაიდი 5 ივლისს გაიმართება. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი