ეს საფრთხეა და სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს - თაბაგარი ვასაძის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

"თბილისი პრაიდის" ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი "ერის" დამფუძნებლის, ლევან ვასაძის მუქარას ეხმაურება და წერს, რომ მისი განცხადება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეა და სახელმწიფოს ამაზე შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს.

ვასაძემ დღეს ხელისუფლებას პრაიდის გასაუქმებლად 10-დღიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემნთხვევაში კი აქციებით დაიმუქრა.

"ლევან ვასაძემ ხელისუფლებას 10 დღიანი ვადა მისცა პრაიდ კვირეულის გასაუქმებლად ეს კაცი ღიად ძალადობდა 2019 წელს და მაშინ სახელმწიფომ არაფერი გააკეთა მის შესაჩერებლად. პროკურატურას საქმე დღემდე თაროზე აქვს შემოდებული..

ზუსტად ამ უმოქმედობის შედეგია ის, რომ აგერ 2021 წელსაც იგივეს აგრძელებს. ღიად ლობირებს რუსული კანონების მიღებას საქართველოში, ემუქრება კონკრეტულ ადამიანებს და სახელმწიფოს!

ეს კაცი არის საფრთხე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ამაზე სახეწლმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება",- წერს გიორგი თაბაგარი.

ლევან ვასაძემ დღეს, 15 მაისს სახელმწიფოს მოუწოდა, რომ 5 ივლისს დაგეგმილი პრაიდი გააუქმოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი