კრიმინალური ავტორიტეტის ოჯახი პოლიციას უკანონო მოსმენაში ადანაშაულებს. ძებნილი შალვა გულიაშვილის იგივე სემსოტას მამა სახლში გაურკვეველ ნივთს პოულობს, რომელიც მისი მტკიცებით მოსასმენი აპარატია.
გულიაშვილები ამ უკანონო ქმედებაში მონაწილეების დასჯას მოითხოვენ. ახლა მათ სახლში პოლიციელები და ექსპერტები არიან მობილიზებული და მიმდინარეობს მოკვლევა.
"სემსოტას" მამა ამბობს, რომ მოსასმენი აპარატი მის სახლში, სავარაუდოდ, იმ დროს დაამონტაჟეს, როცა პოლიციაში გამოკითხვაზე იყო მისული და პირადი ნივთები, მათ შორის სახლის გასაღები, გარეთ დატოვა.
იხილეთ ასევე: