მიზეზი რა იყო იმისა, რომ რეალურად იგივე მინისტრები სრულფასოვნად ვერ ახორციელებდნენ პარლამენტში მოსვლის ფუნქციას ეს ახსნადია - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, "ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე "საერთაშორისო გამჭირვალობის" კვლევას.
სარჯველაძე "გამჭვირვალობის" დასკვნის პასუხად ამბობს, რომ საპარლამენტო კონტროლისთვის ქმედითი ნაბიჯები გადაუდგა:
"მიზეზი რა იყო იმისა, რომ რეალურად იგივე მინისტრები სრულფასოვნად ვერ ახორციელებდნენ პარლამენტში მოსვლის ფუნქციას ეს ახსნადია, მგონი. ისე მე ვფიქრობ, რომ ბოლო წლებში ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რასაც ჰქვია საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესება და რეალურად ქმედითი კონტროლის ხელში აღება, რასაკვირველია, რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა წინ",- თქვა მიხეილ სარჯველაძემ.
"გამჭვირვალობის" კვლევის მიხედვით, მინისტრები დროულად და სრულად არ პასუხობენ სადეპუტატო კითხვებს და ოპოზიციური ფრაქციების მოწვევისას არ ესწრებიან კომიტეტის სხდომებს.
კერძოდ, ოპოზიციურმა ფრაქციებმა ანგარიშვალდებული პირების კომიტეტის სხდომაზე დაბარების უფლება 32-ჯერ გამოიყენეს, აქედან 21 შემთხვევაში თანამდებობის პირი სხდომას არ დაესწრო.
ამავე თემაზე:
TI: რეგლამენტში არ არსებობს საკანონმდებლო გარანტიები, რომელიც გააძლიერებდა ოპოზიციის როლს