
პანკისის ხეობაში მოკლული ვისური მუთოშვილის ძმას პატიმრობა მიესაჯა. თელავის რაიონულმა სასამართლომ შმაგი მუთოშვილს ოთხ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
უფლებადამცველის განცხადებით, მუთოშვილს სახელმწიფო ბრალდება სამი მუხლით ედავებოდა, მათგან სასამართლომ მხოლოდ ერთ- იარაღის უკანონო ტარების მუხლში გაამტყუნა, ხოლო დანარჩენ ორ
ბრალდებაში - ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ნაწილში გაამართლა.
განაჩენის გამოცხადებას მუთოშვილების ოჯახის უკმაყოფილება მოჰყვა. ოჯახი და უფლებადამცველი საქმის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
შმაგი მუთოშვილი გასულ წელს პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში მომხდარი ინციდენტის გამოა დაკავებული. რა დროსაც, ვისური მუთოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული პირის, მურად ქავთარაშვილის საცხოვრებელ სახლს ესროლეს.
ავტორი: ია გულიაშვილი