"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" გმობს პარტია "ერის" დამფუძნებლის, ლევან ვასაძის განცხადებას, რომელმაც ხელისუფლებას "თბილისი პრაიდის" ღირსების მარშის გასაუქმებლად 10-დღიანი ვადა მისცა. GDI მას სიძულვილის წამახალისებელსა და ჰომოფობიურს უწოდებს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ვალდებულებას, რის გამოც ლგბტ+ თემის წარმომადგენლებს უკვე წლებია არ ეძლევათ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების რეალიზების შესაძლებლობა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში.

"ხელისუფლება სათანადო ღონისძიებებს არ ატარებს ლევან ვასაძის, სხვა სიძულვილის ჯგუფების და ზოგადად ჰომოფობიური და სიძულვილის წამახალისებელი განცხადებების/ძალადობრივი ქმედებების საპასუხოდ და არ ახორციელებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტურ გამოძიებას. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ყოველწლიურად ჰომოფობიური დაჯგუფების ლიდერები და წევრები ღიად იმუქრებიან და აანონსებენ თავდასხმებს ლგბტ+ თემის წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებზე", - წერს GDI. 

GDI მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს გამოიჩინონ პოლიტიკური ნება, გაატარონ პრევენციული ღონისძიებები ღირსების მარშის გამართვამდე, მათ შორის დაიწყონ გამოძიება ყველა დანაშაულის შემცველი შემთხვევის მიმართ, ხოლო დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში უზრუნველყონ თითოეული აქტივისტის უსაფრთხოება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი