ჟენევაში ბაიდენი-პუტინის შეხვედრა უკვე 3 საათია მიმდინარეობს. შეხვედრის წინ მხარეებმა საჯარო კომენტარები გააკეთეს. რუსეთის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს შეხვედრის ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ბევრი საკითხია, რომელიც მაღალი რანგის განხილვას საჭიროებს.
"ბატონო პრეზიდენტო, შეხვედრის შესახებ გამოთქმული ინიციატივისთვის მადლობას გიხდით. ვიცით, რომ საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გქონდათ. ამერიკულ-რუსულ ურთიერთობებში ბევრი საკითხია დაგროვილი, რომელიც მაღალი რანგის განხილვას საჭიროებს. ვიმედოვნებ, რომ შეხვედრა შედეგს აუცილებლად გამოიღებს",- თქვა პუტინმა.
შეხვედრის აუცილებლობაზე ისაუბრა ჯო ბაიდენმაც. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ არსებობს საკითხები, რომელზეც მხარეებს მსგავსი შეხედულებები აქვთ, თუმცა არსებობს თემები, რომელშიც აზრთა სხვადასხვაობაა.
"როგორც გარეთ ვთქვი, პირისპირ შეხვედრა ყოველთვის უმჯობესია. არის საკითხები, რომლებშიც მსგავსი შეკითხვები გვაქვს, მაგრამ ასევე არსებობს თემები, რომლებშიც აზრთა სხვადასხვაობაა და რომლებიც განხილვას საჭიროებს",- თქვა ჯო ბაიდენმა.
ბაიდენი-პუტინის შეხვედრა ჟენევაში 5 საათს გაგრძელდება. უმაღლესი დონის შეხვედრის მთავარი საკითხები ცნობილია, თუმცა საქართველო და მისი ტერიტორიების ოკუპაცია დღის წესრიგში შეტანილი არ არის.
პრეზიდენტები შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი პრესკონფერენცია არ გაიმართება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მედიის შეკითხვებს ცალკე უპასუხებს.