ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესება გარდაუვალი იქნება - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესება გარდაუვალი იქნება - ოპოზიცია დარწმუნებუალია, რომ რვა მარტის ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დასავლეთი მკაცრ ზომებს გაატარებს.

ხელისუფლების ოპონენტები ბიძინა ივანიშვილის გუნდს ახსენებენ, რომ თუ ხელისუფლება რვა მარტის შეთანხმებას სრულად არ შეასრულებს, სტატეგიული პარტნიორების პასუხი მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევების მსგავსი იქნება. 

გასაგებია, რომ ივანიშვილს და მის ხელისუფლებას საქართველო სმოქლაქეები და დემოკრატია არ ადარდებს და მაინც იკარგება. მაშინ, შესაბამისად, უფრო მკაცრდება ხოლმე ცივილიზებული სამყაროს დამოკიდებულება სწორედ ოლიგარქიული ხელისუფლების მიმართ. შემდეგი ნაბიჯები იქნება, რასაკვირველია, უფრო მკაცრი, უფრო მკვეთრი განცხადებები, სხვადასხვა პირდაპირი კომუნიკაციების გამოყენება, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ.

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ დასავლელი პარტნიორების კრიტიკა რომ კვლავ მოსალოდნელია, ამაზე საუბრობს "ევროპული საქართველოს" წევრი, ოთარ კახიძე. მისი თქმით, ევროპარლამენტარებმა მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან. ეს კი დეპუტატის შეფასებით, "ოცნების" ხელისუფლებას ძვირად დაუჯდება.

ჩვენი მეგობრები ევროპარლამენტში, აკეთებენ მკაფიო განცხადებებს და ქართული ოცნების მოწოდებაზე, ეთქვათ, ჰყავდა თუ არა საქართველოს პოლიტპატიმრები, მათ გასცეს ადეკვატური პასუხი - დიახ, ივანიშვილის რეჟიმს ჰყავს პოლიტიკური პატიმრები და მათ უნდა შეასრულონ შეთანხმება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათთვისვე ძალიან მძიმე შედეგით დასრულდება ეს ყველაფერი, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ევროპარლამენტარმა, ევრონესტის პრეზიდენტმა, ანდრიუს კუბილიუსმა, "მთავარ არხთან" ინტერვიუში "ოცნების" ხელისუფლებას მკაცრი გააფრთხილება მისცა და მოუწოდა, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის გზას არ დაადგეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი