საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას განვაგრძობთ - ევროკავშირი რუსეთთან ურთიერთობის ახალ სტრატეგიას აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი რუსეთთან ურთიერთობების შესახებ ახალ სტრატეგიას აქვეყნებს, სადაც საქართველოც არის ნახსენები.

ევროპარლამენტის, ევროპული საბჭოსა და ევროკავშირის საბჭოს ერთობლივ, 14-გვერდიან დოკუმენტში "ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობები - უკან დახევის იძულება, შეკავება და ჩართულობა", საუბარია, რომ რუსეთი პირდაპირ სამხედრო და ჰიბრიდულ მოქმედებებს ახორციელებს გადაუჭრელ კონფლიქტებში უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში, ასევე ევროკავშირის სამხრეთ სამეზობლოში, სირიასა და ლიბიაში.

"ევროკავშირი განაგრძობს რუსეთის ხელისუფლების მცდელობებთან დაპირისპირებას, საკუთარი თავი წარმოაჩინოს მედიატორად და არა მხარედ იმ ტერიტორიულ კონფლიქტებში, რომელიც ეხება უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას. ევროკავშირი აგრძელებს არაღიარების პოლიტიკას ყირიმის ნახევარკუნძლის უკანონო ანექსიისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ "დამოუკიდებლობასთან“ დაკავშირებით", - ნათქვამია დოკუმენტში.

აქვე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინაში საერთაშორისო სამართლის გამუდმებულ დარღვევას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს.

„ევროკავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის გამუდმებულ დარღვევას საქართველოსა და უკრაინაში და სხვა ადგილებში, მათ შორის თანამოაზრე პარტნიორთა ინიციატივების მეშვეობით. ეს მოიცავს რუსეთის მიმართ მოწოდებას აიღოს პასუხისმგებლობა, როგორც კონფლიქტის მხარემ და სრულად შეასრულოს მინსკის შეთანხმებები. ევროკავშირი უფრო აქტიურად შეეწინააღმდეგება რუსეთის მიერ მისი მოქმედებების გასამართლებლად გამოყენებულ ცრუ ნარატივებს, ყველა დონეზე. ჩვენ გავაგრძელებთ დავუპირისპირდეთ (ჩვენი სავიზო პრაქტიკის საშუალებით) რუსეთის ”პასპორტიზაციის” პოლიტიკას უკრაინაში“, - წერია სტრატეგიაში.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი