"ფულის გათეთრების" სქემა გაშიფრულია - ტრანსნაციონალური დანაშაულის დეტალები

გამოქვეყნდა:

ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნილია, სქემა გაშიფრულია, თუმცა მთავარი დამნაშავე დაკავებული არ არის.

პროკურატურის მტკიცებით, ორგანიზებული ჯგუფის სათავეში ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ფურია ნაიებია, ბიზნესმენი რომელიც ქვეყანაში წლების განმავლობაში საქმიანობდა. პროკურატურა ახლა ამბობს რომ ნაიები ქართველ თანამზრახველებთან ერთად უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას წლების განმავლობაში საქართველოში ახდენდა.

სქემა ასე მუშაობდა: ფული ქვეყანაში ქეშად და მალულად, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოჰქონდათ, შემდეგ ის ჯგუფის სხვა წევრებზე ნაწილდებოდა, რომლებსაც თანხა საგანგებოდ შექმნილ კომპანიების ანგარიშებზე შეჰქონდათ, საიდანაც სხვა ქვეყნებში რიცხავდნენ.

საგამოძიებო უწყების ცნობით, 2016-20 წლებში დანაშაულებრივი გზით შეგროვებული თანხა ათეულობით მილიონ სხვადასხვა ვალუტას შეადგენს. 

პროკურატურამ ირანის მოქალაქესთან  დანაშაულებრივ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა. 4-ს ერთი ადვოკატი იცავს. რევაზ რიჟამაძე თვლის რომ საგამოძიებო უწყებამ იჩქარა და ადამიანები პასუხისგებაში არასრული გამოძიების შედეგად მისცა. 

ვინ არიან ქართველი ბიზნესმენები რომლებიც ფულის გათეთრების სქემაში ფიგურირებენ ადვოკატი ამ ეტაპზე არ ამბობს, თუმცა მიანიშნებს რომ ყველა ქართული ოცნების ხელისუფლებასთან დაახლოებულია. 

ადვოკატი ამბობს რომ ბრალდებულები ერთი კონკრეტული პირის თხოვნას ასრულებდნენ, რომელიც ახლა დაკავებულებს შორის არაა და მეტიც მისი ჩვენება მთავარი მტკიცებულებაა. 

მთავარი ბრალდებული, ფურია ნაიები წლებია საქართველოში აღარ იმყოფება. ადვოკატი მას სახელმწიფომ დაუნიშნა. პროკურატურის მოთხოვნით, ყველა ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. 

ამავე თემაზე:


 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი