"კლანური" მმართველობა სასამართლო სისტემაში ანგრევს კანონის უზენაესობას! - კრამონი მოსამართლეების დანიშვნებს ეხმაურება

გამოქვეყნდა:

ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების სასწრაფოდ დანიშვნის გამო -  ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე უზენაეს სასამართლოში ახალ მოსამართლეთა დანიშვნას ეხმაურება. 

"ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების სასწრაფოდ დანიშვნის გამო. 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, ამბიციური სასამართლო რეფორმა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა და ამავდროულად უკავშირდება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ფინანსურ დახმარებასაც. ვენეციის კომისიის უგულებელყოფა არ არის ბრძნული გადაწყვეტილება. "კლანური" მმართველობა  სასამართლო სისტემაში ანგრევს კანონის უზენაესობას!,- წერს ვიოლა ფონ კრამონი.

მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას ითხოვს მესამე სექტორი და სპეციალურ განცხადებასაც ავრცელებს, თუმცა იუსტიციის საბჭომ დღეს გადაწყვეტილებები უკვე მიიღო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი