იმედია პუტინი საქართველოს თემის არარსებობას არ მიიღებს ისე, თითქოს, მწვანე შუქი აუნთეს- კრამერი

გამოქვეყნდა:

მე იმედი მე იმედი მაქვს, რომ პუტინი საქართველოს თემის არარსებობას არ მიიღებს ისე, თითქოს, მწვანე შუქი აუნთეს და ყველაფრის გაკეთება შეუძლია, რაც სურს - ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი "მთავართან" საუბარში. 

კრამერის აზრით, ბაიდენი-პუტინის შეხვედრაზე საქართველოს არხსენების მიზეზი თავად საქართველოში არსებული პრობლემებია.

"სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველოს საკითხი პრეზიდენტ პუტინთან საუბრის დროს არ წამოჭრა. საქართველოს ნაკლებად ხსენებამ პუტინს შეიძლება შეუქმნას შთაბეჭდილება, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლია, რასაც მოისურვებს მას უკვე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% და ახლა შესაძლოა, მთიანი ყარაბაღის სიტუაციაზე იყოს კონცენტრირებული და მავდროულად თურქეთის მზარდ როლზე ამ რეგიონზე.

ასეა თუ ისე, მე იმედი, მე იმედი მაქვს, რომ პუტინი საქართველოს თემის არარსებობას არ მიიღებს ისე, თითქოს, მწვანე შუქი აუნთეს და ყველაფრის გაკეთება შეუძლია, რაც სურს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკას დიდი ინტერესები აქვს სამხრეთ-კავკასიის რეგიონში ",- ამბობს კრამერი

ბაიდენი და პუტინი ერთმანეთს ჟენევაში გამართულ სამიტზე გუშინ, 16 ივნისს შეხვდნენ. მსოფლიოს ორი ლიდერის პირველი პირისპირი მოლაპარაკება საქართველოს თემის გარეშე დასრულდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი