ჟენევაში, პუტინი-ბაიდენის შეხვედრა დაიწყო

გამოქვეყნდა:

პუტინი-ბაიდენის პირველი შეხვედრა პრეზიდენტების რანგში - ჟენევაში, ისტორიული ვილაში ცოტა ხნის წინ მივიდნენ რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტები.

ისტორიული სამიტი იმ საუკუნოვან ვილაში იმართება, სადაც პირველად შეხვდნენ ერთმანეთს რეიგანი და გორბაჩოვი

შეხვედრა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია იმის გამო, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები ასეთი გართულებული არასდროს ყოფილა.

ბაიდენ-პუტინის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინა და მის აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები იქნება, რომელსაც სწორედ რუსეთი უჭერს მხარს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი