"პოზიტივი რომ გამოგეშვათ, ცუდი არ იქნებოდა" - ჩაჩიბაიას ომბუდსმენის ანგარიში არ მოსწონს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ვლადიმერ ჩაჩიბაია სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას 2020 წლის ანგარიშს ნეგატიურობის გამო იწუნებს - "პოზიტივი რომ გამოგეშვათ, ცუდი არ იქნებოდა" - მიმართა ჩაჩიბაიამ ლომჯარიას.

ჩემი გულისტკივილი მინდა დაგიფიქსიროთ იმაზე, რომ თქვენ მოხსენებაში ძირითადი აქცენტები მხოლოდ ნეგატივზე გაამახვილეთ, მე მქონდა მოლოდინი იმისა, რომ თქვენ მოხსენებაში რა თქმა უნდა, იმ ხარვეზებთან დაკავშირებითაც ისაუბრებდით, რაზეც ძირითადად თქვენ ისაუბრეთ, მაგრამ ასევე ყურადღებას გაამახვილებდით იმ პოზიტივზე და იმ მიღწევებზე რაც ბოლო პერიოდში განხორციელდა. აქ საუბარია ზოგადად ყველაფერზე", - მიმართა ჩაჩიბაიამ ლომჯარიას.

ჩაჩიბაიას თქმით, ლომჯარიამ პოლიციელებზე განხორციელებულ ძალადობაზე, ასევე დეზინფორმაციაზე არ ისაუბრა. მისივე აზრით, კარგი იქნებოდა ომბუდსმენს თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული რეფორმები ეხსენებინა, რადგან ის სწორედ მის რეკომენდაციებს ეფუძნება.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი