არაფორმალური კრიმინალური მმართველობის სქემა ციხეებში - ომბუდსმენის ანგარიში

გამოქვეყნდა:

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, პარლამენტს 2020 წლის ომბუდსმენის ანგარიშს წარუდგენს.

ანგრიშში განხილულია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ვითარებაც.

ანგარიშის თანახმად, ციხეებში არასათანადო მოპყრობის შესახებ 2020 წელს სახალხო დამცველის აპარატში 154 განცხადება დარეგისტრირდა, აქედან 77 შემთხვევაში არასათანადო მოპყრობის ჩამდენი პირები იყვნენ პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლები.

60 შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლები, 16 განცხადება პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ პირობებს შეეხებოდა, 50 განცხადება კი - გამოძიების გაჭიანურებას.

"პენიტენციური სისტემის ფარგლებში, წინა წლების მსგავსად, უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს არსებული არაფორმალური მმართველობა, რომელიც, თავის მხრივ, დაწესებულებებში ძალადობრივ გარემოს ქმნის და პატიმართა დიდ რაოდენობაზე ახდენს გავლენას. 2020 წელს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა 2013-2020 წელს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებული ის საქმეები, სადაც პატიმრების მიმართვის საფუძველზე პროკურატურას მიეწოდა ინფორმაცია როგორც კრიმინალური სუბკულტურის, ისე მათი მფარველი ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ შესაძლო დანაშაულების ჩადენის კონკრეტულ ფაქტებზე. შესწავლილი საქმეების შედეგად დადგინდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პატიმრები საგამოძიებო ორგანოებს დეტალურ ინფორმაციას აწვდიდნენ არაფორმალური კრიმინალური მმართველობის სქემის, ჩართული პირების, მათ მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების (მუქარა, ცემა, გამოძალვა, ეკონომიკური დანაშაულები, მოხელეთა მიერ უფლებამოსილების გადამეტება და სხვ.) თაობაზე, საქართველოს პროკურატურის ორგანოებს და პენიტენციური სამსახურის შიდა მონიტორინგის ორგანოს მსგავს საქმეებზე ეფექტიანი რეაგირებისა და პასუხისმგებელ პირთა დასჯის მოტივაცია არ ჰქონია და მრავალი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება ჩაუტარებელი რჩებოდა", - ვკითხულობთ ანგარიშში.

იხილეთ ასევე:

სახალხო დამცველი პარლამენტს 2020 წლის ანგარიშს აცნობს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი