მკვლელობა სამტრედიაში - კრიმინალური გარჩევისას დაჭრილი ახალგაზრდა გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

სამტრედიაში, გუშინ დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. რამდენიმესაათიანი ოპერაციის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ახალგაზრდას 10 -მდე ცეცხლნასროლი ჭრილობა სახის, გულ-მკერდისა და კიდურების არეში, ჰქონდა მიყენებული.

ამ დრომდე კლინიკაშია მეორე დაჭრილი.

სავარაუდოდ კრიმინალური გარჩევა იმერეთის ქუჩაზე გუშინ მოხდა. მომხდარზე გამოძიება 19-109-ე მუხლით არის დაწყებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი