ირაკლი ღარიბაშვილი იქამდე არ მოისვენებს, ვიდრე არ გახდება პარტიის თავმჯდომარე - ახვლედიანი

გამოქვეყნდა:

ირაკლი ღარიბაშვილი იქამდე არ მოისვენებს, ვიდრე არ გახდება პარტიის თავმჯდომარე - აცხადებს ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი არმაზ ახვლედიანი.

მისი თქმით, ღარიბაშვილისთვის, ივანიშვილის გარდა სხვა ხელმძღვანელი, წარმოუდგენელია

"ის ვერ აიტანს ვერც კობახიძეს და ვერც გახარიას იტანდა და ვერც ვერავის სხვას. შესაბამისად, ახლა არის ბრძოლის გადამწყვეტი ფაზა, რომ ჩაიგდოს ხელში პარტიული თანამდებობა და იგრძნოს თავი გაცილებით კომფორტულად და დაცულად",-  ამბობს არმაზ ახვლედიანი.

​"ქართულ ოცნებაში" კი კატეგორიულად უარყოფენ, რომ პარტია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელის პოსტზე ირაკლი კობახიძეს ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს. მმართველი გუნდი დღეს ბორჯომშია შეკრებილი თუმცა ამბობენ, რომ ეს საკითხი იქ არ განიხილება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი