"შეფასებაც იყო ზოგადი, ამდენადაც ჩემი პასუხიც იქნება ამ ფორმით" - ოხანაშვილი კელი დეგნანის კრიტიკაზე

გამოქვეყნდა:

"შეფასებაც იყო ზოგადი, ამდენადაც ჩემი პასუხიც იქნება ამ ფორმით, მეტ სიღრმეში ვერ შევალთ"- პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მოსამართლეთა არჩევასთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ამოსავალი პრინციპი კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედება იქნება.

ჩვენ ყურადღებით ვისმენთ კონკრეტულ მოსაზრებებს, გვაქვს კომუნიკაცია და გვექნება შემდგომშიც კომუნიკაციები. ჩვენი ამოსავალი პრინციპი არის კონკრეტული გამოწვევების შესაბამისად მოქმედება, რომელიც შესაძლებელია არსებობდეს კონკრეტული სახელისუფლებო რგოლთან მიმართებაში და ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედება",- თქვა ანრი ოხანაშვილმა. 

საქართველში საკმარისი რაოდენობის მოსამართლეებია საიმისოდ, რომ პაუზა იყოს დანიშვნის პროცესში - ამბობს კელი დეგნანი და იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება 19 აპრილის შეთანხმების სულკისკვეთებას გაიზიარებს და პროცესს შეაჩერებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი