საქართველოს პრემიერმინისტრი უპრეცედენტო სკანდალში ეხვევა - პროკურატურის მიერ ძებნილად გამოცხადებული ირანელი ბიზნესმენი "მთავარ არხს" თავად დაუკავშირდა და შოკისმომგვრელი ფაქტები მოუყვა, რაც ე.წ. ფულის გათეთრების საქმეს შეეხება.
ფურიე ნაიების თქმით, წლების წინ მას სწორედ ღარიბაშვილის გარემოცვამ დაათმობინა ბიზნესები, მისი დამუშავება კი მოდულის შენობაში რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა. როგორც ჩანს, მაშინ ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს ბოროტად გამოეყენებინათ ის ფაქტი, რომ ბიზნესმენის სახელი ამერიკულ სანქციებში მოხვდა.
ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ ფული, რომლის გათეთრებასაც ედავებიან, საქართველოში ლეგალური წყაროებით, ლეგალური ბიზნესისთვის შემოდიოდა. არალეგალური და დანაშაულებრივი კი იყო ის, რა მეთოდებითაც მას ღარიბაშვილის სამეგობრო აყაჩაღებდა.
იხილეთ ასევე: