ბათუმელი მოჭიდავეების ოჯახის წევრები ბათუმის იუსტიციის სახლთან იკრიბებიან. ისინი აჭარის მთავრობის სახლისკენ მსვლელობას მოაწყობენ და ძმები წულუკიძეების გათავისუფლებას მოითხოვენ.

დაკავებულების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ძმები ქართული ოცნების რეპრესიული პოლიტიკის გამო,  სასჯელს უკანონოდ იხდიან. ახლობლები აჭარის ხელისუფლებას მოუწოდებენ შეწყვიტოს საკუთარი მოქალაქეების პოლიტიკური დევნა და გაათავისუფლოს სპორტსმენები.

ძმები წულუკიძეები შსს-მ 15 აპრილს, გუმათში, ნამოხვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობის შემდეგ დააკავა. სულ 6 პირია დაკავებული და პოლიცია მათ ჯგუფურ ძალადობას ედავება.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი