ალცჰაიმერის ახალმა სამკურნალო თერაპიამ მაიმუნებში დაავადების განვითარება შეაჩერა

გამოქვეყნდა:

15 ივნისს ჟურნალ Brain-ში გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, მეცნიერებმა ახალი თერაპიის გამოყენებით ალცჰაიმერის დაავადება მაიმუნებში შეაჩერეს.

ალცჰაიმერის დაავადება ტვინს აზიანებს. ნერვულ უჯრედებს შორის ცილები გროვდება, რის შედეგადაც არანორმალური სტრუქტურები, სახელად ნადები და გორგლები ყალიბდება. ეს ტვინის ახლომდებარე ქსოვილების სიკვდილს იწვევს, რაც კოგნიტური ფუნქციების, მეხსიერების, მეტყველების, სივრცეში არეულობასა და ხასიათიდ დისფუნქციის საწინდარია. ეს დაავადება მოხუცებში დემენციის გამოწვევის ყველაზე გავრცელებული მიზეზია, ხოლო აშშ-ში სიკვდილის რიგით მეექვსე.

მიუხედავად იმისა, რომ ალცჰაიმერის დაავადება არ იკურნება, ბოლო წლებში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ დაავადების განვითარებაში ჩვენს იმუნურ სისტემას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. არსებობს იმუნური უჯრედები გარკვეული ტიპები, რომლებიც ჩვენს იმუნურ სისტემას ბუნებრივად გააჩნია - ისინი არც ვაქცინებითაა შეძენილი და არც დაავადებასთან ექსპოზიციით. ეს უჯრედები ჩვენი სხეულიდან ტოქსინების განდევნაზეა პასუხისმგებელი. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, ეს უჯრედები „ზარმაცდება“. ისინი სხეულის ქსოვილებიდან ყველა ტოქსინის გაწმენდას ვეღარ ახერხებენ და გროვდება ისეთი ნივთიერებები, რომლებიც ნევროლოგიურ დეგენერაციას იწვევს.

სწორედ ამიტომ, ნიუ-იორკის გროსმანის მედიცინის სკოლის მკვლევარებმა ახალი თერაპია პირდაპირ იმუნურ სისტემაზე, დამიზნებაზე ააგეს. მეცნიერებმ ახალი მედიკამენტი გამოიყენეს, რომელსაც არც ისე მარტივად დასამახსოვრებელი და წარმოსათქმელი სახელი აქვს: „CpG ოლიგოდეოქსინუკლეოტიდები“. ეს მედიკამენტი იმუნურ სისტემას აიძულებს, ამილოიდური ბეტა ნადები და ტაუ გორგლები გადაყლაპოს სწორედ ესენია ტვინის უჯრედების სიკვდილზე პასუხისმგებლები.

ჩვენი აღმოჩენები კარგი ილუსტრაციაა იმისა, რომ ეს თერაპია ნეიროდეგენერაციის შესაჩერებლად იმუნური თერაპიის მანიპულირების ეფექტური გზაა, - ამბობს კვლევის თანაავტორი აკაშ პატელი. 

იმ სუბიექტებს, რომლებმაც ახლადშექმნილი თერაპია იმუნური სისტემის მარეგულირებელ მედიკამენტთან ერთად მიიღეს, ტვინში ნადები 59%-ით უფრო ნაკლები ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვისაც წამალი არ მიუღია.

მეცნიერებმა კვლევისთვის 15 მდედრი საიმირი გამოიყენეს, რომელთა ასაკიც 17-სა და 19 წელს შორის მერყეობდა - მაიმუნის ამ სახეობისთვის საკმაოდ მოხუცი ინდივიდები. ასაკის მატებასთან ერთად, საიმირებს ადამიანების ალცჰაიმერის მსგავსი ნეიროდეგენერაცია ემართებათ, რაც მათ ექსპერიმენტისთვის იდეალურს ხდის. მკვლევრებმა რვა მაიმუნს რთულად წარმოსათქმელი მედიკამენტის ერთი დოზა მისცეს, თვეში ერთხელ, ორი წლის განმავლობაში. დანარჩენ შვიდს მათ მარილის ხსნარი მისცეს (მაიმუნების კვლევის დროსაც კი საჭიროა პლაცებოს ეფექტის წინააღმდეგ მომზადება).

შედეგები ცხადზე ცხადი იყო: მედიკამენტმიღებულ მაიმუნებს არამხოლოდ ნადების ნაკლები გროვები აღმოაჩნდათ, არამედ მათ კოგნიტური სავარჯიშოები „უთერაპიო“ მაიმუნებზე უკეთესად შეასრულეს. მათ ასევე პაზლების ამოხსნის ახალი უნარებიც კი დაისწავლეს - ამ ტალანტს ალცჰაიმერის დაავადება საშინლად აზიანებს.

თერაპია ინოვაციური არა მედიკამენტის, არამედ მისი დოზირების გამოა. წინა კვლევის დროსაც იყო მცდელობები იმუნური სისტემის ტარგეტირებისა, თუმცა, მან კრახი განიცადა, როდესაც მედიკამენტის მაღალმა დოზებმა იმუნური სისტემა ზედმეტად დაასტიმულირა. ამან ანთება გამოიწვია, რის გამოც ტვინის უჯრედებმა სუიციდ განიცადა.

კვლევის ავტორების თქმით, მათ იმედი აქვთ, რომ ეს მეთოდი ადამიანებშიც იმუშავებს. ეს კი ალცჰაიმერის დამარცხებისკენ გადადგმული კიდევ ერთი უდიდესი ნაბიჯია.

ამავე თემაზე: 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი