სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას!" "კოალიცია თანასწორობისთვის" და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციები, 5 ივლისს დაგეგმილ პრაიდთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და მმართველი გუნდის დეპუტატის, დავით სერგეენკოს განცხადებას გმობენ.
არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მათი განცხადებები ჰომოფობიურია და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის წამახალისებელია, რაც ადამიანის უფლებათა კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.
"სტანდარტების საწინააღმდეგოდ, ირაკლი კობახიძისა და დავით სერგეენკოს განცხადებები არათუ ხელს არ უწყობს ლგბტ+ თემის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების დამკვიდრებას, არამედ, პირიქით, ახალისებს ჰომოფობიას და სიძულვილს. მათი, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების ნათქვამი, კიდევ უფრო აგულიანებს ჰომოფობიურ ჯგუფებს, ვინაიდან პოტენციური თავდასხმის გამო პასუხისმგებლობას აკისრებს ღირსების მარშის ორგანიზატორებს და არა აგრესიულად განწყობილ ჯგუფებს მაშინ, როდესაც სწორედ ამ უკანასკნელთა მხრიდან ხორციელდებოდა და ხორციელდება მუქარა და ძალადობრივი ქმედებები", - წერია განცხადებაში.
არასამთავრობოების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პრევენციული ზომების მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა საქმე ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს, ლგბტ+ თემს ეხება და ხელისუფლებისთვის წინასწარ ცნობილია ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური კონტექსტი.
არასამთავრობო ორგოანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ:
განცხადებას ხელს აწერენ: