"ქართული ოცნების" დეპუტატის, დავით სერგეენკოს თქმით, ვერ განმარტავს და არ იცის თბილისი პრაიდი რა არის, "ფლეშმობია თუ დემონსტრაცია". მისივე აზრით, პრაიდის ორგანიზატორები კონფრონტაციაზე არ უნდა წავიდნენ და აზრი საზოგადოების სხვა ნაწილსაც ჰკითხონ.
"პრაიდი რომ მკითხოთ ეხლა, ვერც განგიმარტავთ რა არის ეს პრაიდი, რაღაც ფლეშმობია, დემონსტრაცია, არ ვიცი უბრალოდ. რთული სათქმელია რა, უფლებების შეზღუდვა არ მგონია იყოს, არავინ არ უშლის იმის გაკეთებას რისთვისაც მონდომებულები და მოწოდებულები არიან ეს ხალხი. რაც შეეხება უფრო ხმამაღალ გამოხატვას, არ ვიცი, საზოგადოების სხვა ნაწილსაც უნდა შეეკითხონ ალბათ და მაინც და მაინც კონფრონტაციაზე არ უნდა წავიდნენ", - თქვა დავით სერგეენკომ.
"ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური მიიჩნევს, რომ პრაიდის მიზანი ხელოვნური დაძაბულობის შექმნაა და უმჯობესი იქნება თუ ის საერთოდ არ ჩატარდება.
ამავე თემაზე:
"ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე" - კობახიძე პრაიდზე